ფეხბურთი

22:40 | 10.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რომას" დრამატული ქამბექი და გამარჯვება ბოლო სამ წუთში

„რომამ“ სერია A-ს 36-ე ტურში „პარმა“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და უმნიშვნელვანესი გამარჯვება მოიპოვა.

ფრე ან წაგება „რომასთვის“ ფაქტობრივად ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენას ნიშნავდა, ამიტომ, აუცილებლად უნდა მოეგო. იგებდა კიდეც: 22-ე წუთზე დონიელ მალენმა გაიტანა და ანგარიში გახსნა.

თუმცა, მეორე ტაიმში „პარმამ“ სიტუაცია შეცვალა. დასაწყისში გაბრიელ სტრეფეცამ გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე მანდელა კეიტამ „რომა“ ფიასკოს წინაშე დააყენა - 2:1. მსაჯმა შეხვედრას 6 წუთი დაამატა, საიდანაც 3 წუთი გავიდა და „ჯალოროსი“ აგებდა.

თუმცა, 93-ე წუთზე დევინ რენშმა გაათანაბრა და თამაში კიდევ უფრო დრამატული გახდა. ბოლო კომპენსირებულ წუთზე ნიდერლანდელმა მცველმა პენალტიც მოიპოვა, რომელიც გოლად მალენმა აქცია, დუბლი შეასრულა და „რომას“ 3:2 მოაგებინა.

დონიელ მალენი „რომას“ იანვარში შეუერთდა და მას შემდეგ 13 გოლი გაუტანა. ამდენი გოლი არავის გაუტანია სერია A-ში არასდროს მათ შორის, ვინც გუნდს იანვარში შეუერთდნენ (ცხადია, საუბარია, იმავე სეზონზე). გარდა ამისა, „რომაში“ გადასვლის დღიდან მალენზე მეტი გოლი ტოპლიგაში არავის გაუტანია - მხოლოდ ჰარი კეინს აქვს პერიოდში ასევე 13 გოლი.

„რომა“ 67 ქულით მეხუთე ადგილზეა, მაგრამ იქვე ჰყავს „იუვენტუსი“, რომლის აქტივში 68 ქულაა და „მილანი“ (67 ქულა). ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის „კომოც“, რომელსაც 65 ქულა აქვს და არაფერი დაუკარგავს.

„პარმა“ – „რომა“ 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 მალენი (22), 1:1 სტრეფეცა (47), 2:1 კეიტა (87), 2:2 რენში (90), 2:3 მალენი (90)

თეგებირომასერია A
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157385