ფეხბურთი

23:16 | 10.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" ზედიზედ მეორე გამარჯვება ეროვნულ ლიგაში

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურში „სამგურალთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

22-ე წუთზე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ნიკა კალანდარიშვილის გოლით დაწინაურდა, ხოლო მალევე მამუკა კობახიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა და ბათუმელები შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი კოხრეიძემ ანგარიში 3:0 გახადა. სტუმრებმა ამას მხოლოდ ლევან პაპავას პრესტიჟის გოლით უპასუხეს და მარცხს თავი ვერ დააღწიეს.

„დინამო ბათუმმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო, 14 ქულით მეექვსე ადგილზეა და „მეშახტეს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალი“ ასევე 14 ქულით მეშვიდეა და „სპაერს“ გაეჯიბრება.

„დინამო ბათუმი“ – „სამგურალი“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 კალანდარიშვილი (22), 2:0 კობახიძე (35), 3:0 კოხრეიძე (56), 3:1 პაპავა (71)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162385