სხვა

13:25 | 11.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხამზატ ჩიმაევი: "მგელი ნადირობას არასდროს წყვეტს, ეს ისტორია ჯერ დასრულებული არ არის"

UFC-ის საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა ხამზატ ჩიმაევმა შონ სტრიკლენდთან დამარცხების შემდეგ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა. როგორც მისი განცხადებიდან ვკითხულობთ, ჯერ დასრულებული არაფერი არ არის და ის დაბრუნებას უახლოეს მომავალში აპირებს.

„ეს არ არის დასასრული, რომელსაც ხალხი ელოდა. მაგრამ ცხოვრება მხოლოდ გამარჯვება არ არის. ადამიანი ყველაზე მეტად მაშინ მოწმდება, როცა კარგავს ყველაფერს, რის გამოც ხალხი აქებდა.

ქამრები მოდის და მიდის. პოპულარობაც მოდის და მიდის. მაგრამ გული, რწმენა და მებრძოლის სული შენთან სამუდამოდ რჩება. ნამდვილი მებრძოლი ის არ არის, ვინც არასდროს ეცემა, ნამდვილი მებრძოლი ის არის, ვინც მაშინაც დგება ფეხზე, როცა მთელი მსოფლიო ეჭვის თვალით უყურებს.

მგელი ნადირობას არასდროს წყვეტს. ეს ისტორია ჯერ დასრულებული არ არის", - დაწერა ჩიმაევმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევი შონ სტრიკლენდთან კარიერაში პირველად დამარცხდა და შესაბამისად საჩემპიონო ქამარიც დაკარგა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091508