ფეხბურთი

11:10 | 11.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიკელ არტეტა: "დღეს მივხვდი, რამდენად რთული და საპასუხისმგებლოა მსაჯების საქმიანობა"

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ "ვესტ ჰემთან" სტუმრად მოგებული (1:0) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა, საადაც კომენტარი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ არ ჩათვლილ გოლზეც გააკეთა. ესპანელის თქმით, მანდ დღეს გაანალიზა, თუ რამდენად რთული და საპასუხისმგებლოა მსაჯების საქმიანობა.

„როცა კრიტიკის დრო იყო, ვაკრიტიკებდი. მაგრამ დღეს მსაჯები უნდა შევაქო, მათ მთავარ არბიტრს მისცეს შესაძლებლობა, ქაოსისა და ზეწოლისგან მოშორებით მიეღო სწორი გადაწყვეტილება. როცა ამ ეპიზოდს უყურებ, აშკარაა, რომ წესების დარღვევა იყო და გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. მათ ძალიან რთულ ვითარებაში დიდი და ამავდროულად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

დღევანდელი მატჩის შემდეგ მივხვდი, რამდენად დიდი და რთულია მსაჯის საქმე. ჩვენ ვსაუბრობთ მომენტზე, რომელსაც შეუძლია ორი უდიდესი კლუბის ისტორია და მიმართულება შეცვალოს — კლუბების, რომლებიც თავიანთი მიზნებისთვის სიცოცხლით იბრძვიან.

დღეს, "ვესტ ჰემმა" ბოლომდე იბრძოლა და მათთან თამაში გაგვიჭირდა, თუმცა მთავარია სამი ქულა მოვიპოვეთ. მინდა გამოვყო მარტინ ოდეგორის და დავიდ რაიას კარგი თამაში. როდესაც მარტინი მოედანზე შემოვიდა, თამაში დავალაგეთ, გაცილებით მეტი სივრცეები გვეხსნებოდა. მისი დამსახურებაა სწორედ ტროსარის გოლი. რაც შეეხება დავიდ რაიას, მან ორი ჩინებული სეივი განახორციელა. ერთი კი 0:0 ზე იყო, როდესაც მასთან ერთი-ერთზე გავიდნენ. დღევანდელი გამარჯვება დიდ წილად სწორედ ამ მომენტმა განაპირობა. გამარჯვება კარგია, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა და წინ კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება", - განაცხადა არტეტამ.

„არსენალს“ 79 ქულა აქვს და ბოლო ორ ტურში „ბარნლისა“ და „კრისტალ პალასს“ თუ მოუგებს, 2004 წლის შემდეგ პირველად გაჩემპიონდება. „ვესტ ჰემი“ კი გავარდნის პირასაა, 36 ქულით გასავარდნ ზონაში და თუ ამ ტურში „ტოტენჰემი“ მოიგებს, „ჩაქუჩები“ ცალი ფეხით ჩემპიონშიფში იქნებიან.



სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09482