"ლივერპულისა" და ირლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეისონ მაკატერმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, "ჩელსისთან" ქართველმა მეკარემ ცუდად ითამაშა და გოლი, რომელიც ენცო ფერნანდესმა გაიტანა დიდ წილად გიორგის ბრალია.
"ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა ჯერ კურტის ჯონსი ადუნებს ყურადღებას, შემდეგ კი "ჩელსი" იღებს ჯარიმას, რომელიც მეკარის ცუდი და დაუდევარი პასისგან დაიწყო. ეს უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს, ასე თამაში არ შეიძლება. ამან მეტოქეს იმპულსი მისცა. მეკარის ცუდი პასის შემდეგ აუტი მოიგეს, შემდეგ საჯარიმო და ბოლოს გოლი გაიტანეს. ამის შემდეგ სტადიონიც გამოცოცხლდა", - თქვა მაკატერმა.
"ჩელსისა" და "ლივერპულის" მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო გიორგი მამარდაშვილი ორკვირიანი უქმობის შემდეგ დაბრუნდა და შეუცვლელად ითამაშა. ქართველის აქტივში ორი მოგერიებული ბურთია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 9, ჩემპიონთა ლიგაზე - 7, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1. ქართველ მეკარეს 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული.





