ფეხბურთი

22:00 | 11.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ემილიანო მარტინესის შეძენით "ლივერპული" დაინტერესდა

არგენტინის ნაკრებისა და "ასტონ ვილას" კარის დარაჯის ემილიანო მარტინესის შეძენით "ლივერპული" დაინტერესდა. ინფორმაციას ცნობილი გამოცემა CalcioMercato ავრცელებს.

როგორც იცით, ზაფხულში "ლივერპულს" დიდი ალბათობით ალისონ ბეკერი დატოვებს, რომელიც კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს. სწორედ მის პოტენციურ შემცვლელად განიხილება ემილიანო მარტინესი. არგენტინელი სტაბილური თამაშით გამოირჩევა, რაც "ლივერპულის" მესვეურებს ყველაზე მეტად მოსწონთ.

წყაროს ცნობით, "ასტონ ვილა" მზადაა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს 40 მილიონად შეელიოს. ჯერჯერობით სხვა დეტალები ტრანსფერთან დაკავშირებით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ემილიანო მარტინესი "ასტონ ვილას" ღირსებას 2020 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლამდე აკავშირებს. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 42 მარტი ჩაქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171292