საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბრესტი“ დაამარცხა და ერთ ნაბიჯშია ჩემპიონობასთან.
პსჟ-ს შემადგენლობაში ცვლილებები იყო, გუნდის ლიდერების ნაწილი ტრიბუნაზე იჯდა, ნაწილი სათადარიგო სკამზე. ამიტომაც, ლუის ენრიკეს გუნდს გაუჭირდა და მეორე ტაიმში მაშველად ხვიჩა კვარაცხელიას, დეზირე დუეს და უსმან დემბელეს უხმო, რომლებმაც მოედანზე ბოლო ნახევარი საათი გაატარეს.
პსჟ-მ ამის შემდეგ გატეხა მეტოქე და 82-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, რომელიც დეზირე დუეს აქტივშია. მან შესანიშნაად ითამაშა და ულამაზესი გოლი შეაგდო.
ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, ყველა ტურნირზე კი მისი მონაგარი 45 მატჩი, 18 გოლი და 10 საგოლე პასია.
პსჟ-ს 73 ქულა აქვს, „ლანსს“ 67 და ეს ნიშნავს, რომ მომდევნო ტურში პარიზელებს ფრე ეყოფათ „ლანსთან“ საგარეო შეხვედრაში. ეს გადადებული მატჩია, რომელიც 13 მაისს ჩატარდება.
ქართველების „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ლორიანთან“ 0:4 განადგურდა: სამივემ ითამაშა: გიორგი წიტაიშვილმა 90, გიორგი ქვილითაიამ 64 წუთი, ხოლო გიორგი აბუაშვილმა მე-40 წუთიდან.
გიორგი წიტაიშვილს მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 33 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქვილითაიას აქტივში 9 შეხვედრაში 2 გოლია, აბუაშვილმა კი 21 თამაშში ასევე ორი გოლი გაიტანა.
„მეცი“ რა თქმა უნდა, გავარდნილია, 16 ქულით ბოლო ადგილზეა და ბოლო ტურში 17 მაისს, „ნიცას“ ესტუმრება, რომელიც პლეი-აუტის ზონაში ჩაეშვა და მოგება აუცილებლად სჭირდება.
ვთქვათ, რომ ლიგა 1-დან „მეცის“ გარდა, „ნანტი“ გავარდა, ხოლო პლეი-აუტში „ნიცა“, „ოსერი“ ან „ლე ავრი“ მოხვდება.





