„პარმას“ მთავარი მწვრთნელი კარლოს კუესტა „რომასთან“ მატჩის (2:3) შემდეგ მსაჯზე გაბრაზდა.
როგორც მან თქვა, ყველამ დაინახა რაც მოხდა და „პარმა“ უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს:
„მთელმა სტადიონმა ნახა ეს, მთელმა იტალიამ ნახა, რაც მოხდა. გულწრფელად ვამბობ და მე ვიყავი პირველი, ვინც ვთქვი, რომ პარმა-ნაპოლის მატჩში პენალტი არ იყო, მაგრამ დღეს ეს ძალიან აშკარაა... ძალიან აშკარა დინამიკა იყო 2:1-დან 2:3-მდე! არ ვსაუბრობ მხოლოდ ჩვენს საჯარიმოში მომხდარ მოვლენებზე, არამედ ყველაფერზე, რაც მოხდა, როდესაც ვცდილობდით მესამე გოლის გატანას, პელეგრინოზე ჯარიმა ძალიან აშკარაა. „პარმა“ პატივისცემას იმსახურებს, იმიტომ, რაც ევროტურნირებზე გაუკეთებია“, - თქვა კუესტამ.
შეგახსენებთ, რომ „პარმა“ „რომასთან“ 87-ე წუთზე დაწინაურდა (2:1), მაგრამ კომპენსირებულ დროში ორი გოლი გაუშვა, მათ შორის, გადამწყვეტი პენალტით და მარცხი განიცადა. „პარმას“ სერია A-ში ადგილი შენარჩუნებული აქვს.





