ფეხბურთი

14:10 | 11.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "ამ რთულ პერიოდს ვერავინ წარმოიდგენდა"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ატალანტასთან“ მარცხის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, რთული პერიოდი აქვთ, მაგრამ თუ დარჩენილ ორ ტურში ვერ მოიგებენ, მაშინ ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დამსახურებულად დარჩებიან:

„ვერავინ წარმოიდგენდა ამ რთულ მომენტს. ახლა უბრალოდ კარგი კვირა უნდა ჩავატაროთ და „ჯენოასთან“ მატჩზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც შეიძლება ჩემპიონთა ლიგისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს. დღეს 10 წუთი კარგად ვითამაშეთ, შემდეგ კი გოლი გავუშვით... პირველი გოლი გავუშვით და დავიშალეთ. 0:3-ის შემდეგ კარგად ვრეაგირებდით და ისევ დავიწყეთ გოლების გატანა. დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გვჭირდება. „ჯენოასთან“ ადვილი არ იქნება: ისინი ყოველთვის კარგად თამაშობდნენ სახლში. შემდეგი ორი თამაში უნდა მოვიგოთ. ახლა პრიორიტეტი გუნდია და არა ინდივიდები. ბიჭები ყოველთვის ყველაფერს აკეთებდნენ. მე ვარ პასუხისმგებელი.

ჩვენი ბედი ჯერ კიდევ ჩვენს ხელშია. ბოლო ნახევარი საათის სულისკვეთება დაგვჭირდება, რომ მივაღწიოთ წარმატებას და მოვიპოვოთ ის გამარჯვება, რომელიც აქამდე გვაკლდა. რა თქმა უნდა, რთული პერიოდია ჩვენთვის. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური განაღდებული არ გვქონდა. დამალვას აზრი არ აქვს: თუ შედეგს ვერ მივაღწევთ, სწორი იქნება, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავალთ“, - თქვა ალეგრიმ.

„მილანმა“ ბოლო რვა მატჩში მხოლოდ 7 ქულა მოიპოვა (2 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება) და 67 ქულით მეოთხე ადგილზეა, „რომას“ მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობით სჯობნის, ორი ქულით უსწრებს „კომოს“, სამაგიეროდ, ერთადერთი ქულით ჩამორჩება „იუვენტუსს“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.233525