ფეხბურთი

9:55 | 11.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "ჩემთვის რთული დღე იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „რეალთან“ გამარჯვებისა (2:0) და ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მას მატჩის დღეს მამა გარდაეცვალა, ამიტომ აღნიშნა, რომ ეს დღეს არასდროს დავიწყდება და მისთვის ძალიან რთული იყო.

„ეს ადვილი არ იყო. „რეალი“ ფანტასტიკური გუნდია. ამ დღეს არასდროს დავივიწყებ. მიყვარს ეს ფეხბურთელები, მიყვარს ეს გუნდი, გულშემატკივრები ფანტასტიკურები არიან... ეს ჩემთვის რთული დღე იყო. მიყვარს ეს კლუბი.

შევძელით ამ კლუბისა და ამ ლოგოსთვის ბრძოლა ყოველდღე, 90 წუთის განმავლობაში. უკვე ორი წელია ზედიზედ და ძალიან ბედნიერები ვართ, ამას ვიმსახურებთ“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ზედიზედ მეორედ და ისტორიაში 29-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087565