„ბარსელონას“ ფეხბურთელმა გავიმ ვინისიუსთან ჩხუბზე ისაუბრა და ასევე განაცხადა, რომ უსმან დემბელე ლამინ იამალთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
„ეს ფეხბურთია, რაც მოედანზე ხდება, მოედანზე რჩება. ვინისიუსს ვუთხარი, რომ მოეკეტა (როდესაც ვინიმ 15 ჩემპიონთა ლიგა ახსენა). ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. მოედნის გარეთ ძალიან განსხვავებული ვარ. ის ისეთივე ცეცხლოვანი მოთამაშეა, როგორც მე.
რატომ აღვნიშნე ინსტაგრამზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში დემბელეს გასვლა? უსმანი ჩემი ძმაა, ის მეგობარზე მეტია. მუდმივად ვსაუბრობთ და მისთვის ბედნიერი ვარ. დემბელე ლამინ იამალთან ერთად საუკეთესო ფეხბურთელია“, - თქვა გავიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ „რეალი“ 2:0 დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ, ხოლო ისტორიაში 29-ედ მოიპოვა.





