ფეხბურთი

12:50 | 11.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "ბომბარდირობა? მარტო ამის გაკეთება შეუძლებელია"

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა „ჰარტბერგთან“ გამარჯვების (4:2) და გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ბოლო ტურში მაქსიმუმს გააკეთებენ და დაელოდებიან კონკურენტის, „ლასკის“ შედეგს, რომელსაც „შტურმი“ ორი ქულით ჩამორჩება:

„უნდა მივულოცოთ „ლასკს“, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. მათ განსაკუთრებით სეზონის მეორე ნახევარში კარგად ითამაშეს. თუ მოახერხებენ ბოლო მატჩში გამარჯვებას, მაშინ ისინი ტიტულს დაიმსახურებენ. მთლიანობაში, ტიტულისთვის ძალიან საინტერესო ბრძოლა იყო. ჩვენი პერსპექტივიდან, მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვჯეროდეს. კიდევ ერთი თამაში გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვინ იცის, იქნებ, ყველაფერი გამოვიდეს. მაქსიმუმს გავაკეთებთ. ბომბარდირობა? ამის გაკეთება მარტო შეუძლებელია, ჩემი თანაგუნდელების დამსახურება იქნება“, - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. კიტე 15 გოლით ბომბარდირებში ლიდერია. ყველა ტურნირზე ქართველის მონაგარი 40 თამაშში 19 გოლი და 4 საგოლე პასია.

„შტურმი“ მეორე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ლასკს“, ბოლო ტურში კი, 17 მაისს, ვენის „რაპიდს“ უმასპინძლებს. ასე რომ, „შტურმი“ ზედიზედ მესამე ჩემპიონობისთვის იბრძვის, მაგრამ ბოლო ტურში „ლასკის“ შედეგზე იქნება დამოკიდებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.083753