ფეხბურთი

10:30 | 11.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო არბელოა: "რეალი" ბევრჯერ დაბრუნებულა რთული პერიოდიდან და ახლაც ასე იქნება"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ "ბარსელონასთან" ელ კლასიკოში განცდილი (0:2) მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, "სამეფო კლუბი" ბევრჯერ დაბრუნებულა რთული სიტუაციიდან და დარწმუნებულია, რომ ახლაც ასე მოხდება.

"ბევრის თქმა არ შეგვიძლია. გვესმის ამ სეზონით გამოწვეული იმედგაცრუება და გაბრაზება. უნდა გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ არასწორად. ‘რეალი’ ბევრჯერ დაბრუნებულა რთული პერიოდიდან და ახლაც ასე იქნება. გულშემატკივრების ემოციები გასაგებია, ჩვენც გაბრაზებულები ვართ.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ძალიან მალევე აღმოვჩნდით რთულ მდგომარეობაში. "ბარსელონა" ძალიან ძლიერი გუნდია არიან, მითუმეტეს მაშინ, როცა წინ გადის. როდესაც უკვე 0:2 ვმარცხდებოდით, ფეხბურთელებს ვთხოვე, ბოლომდე ებრძოლათ, მიუხედავად ანგარიშისა.

‘ბარსელონასთან’ წაგება შეიძლება მოხდეს, მაგრამ ზედმეტად ბევრი ქულა დავკარგეთ იმ მატჩებში, სადაც ეს არ უნდა მომხდარიყო. სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი პრობლემა.

ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც ევროპის ნებისმიერი კლუბი ისურვებდა. ასე, რომ ახლა საჭიროა მომავალზე ფიქრი და სწორი ნაბიჯების გადადგმა. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონი სრულიად განსხვავებული იქნება და "რეალი" კვლავაც მოახერხებს გულშემატკივრების გახარებას", - განაცხადა არბელოამ.

შეგახსენებთ, რომ ელ კლასიკოში გამარჯვებით "ბარსელონა" ზედიზედ მეორედ, ხოლო ისტორიაში 29-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.11206