"ბენფიკას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მედიასთან საუბარში მის "რეალში" შესაძლო დანიშვნაზე გავრცელებული ჭორები უარყო. "განსაკუთრებულის" თქმით, მას არც ფლორენტინო პერესთან და არც "რეალის" მნიშვნელოვან ადამიანებთან კოტაქტი არ ჰქონია.
"არა, არც ფლორენტინო პერესთან და არც კლუბის მნიშვნელოვან ადამიანებთან კონტაქტი არ მქონია და ასე იქნება იქამდე, სანამ ლიგის ბოლო ტურის მატჩს არ ჩავატარებთ. შემდეგ მექნება დასვენებისთვის რამდენიმე დღე, როცა თავისუფლად შევძლებ საუბარს იმ ადამიანებთან, ვისთანაც საჭიროდ ჩავთვლი,“ - განაცხადა მოურინიომ.
ცნობისთვის, როგორც ცნობილი ხდება "რეალს" სეზონის ბოლოს ალვარო არბელოა დატოვებს და სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემების ინფორმაციით მის ადგილს სწორედ ჟოზე მოურინიო დაიკავებს. მათი ცნობით, პორტუგალიელმა "რეალთან" პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და მისი დანიშვნა პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია.





