ფეხბურთი

12:12 | 11.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის მორიგი გოლი და "სანტოსის" გამარჯვება "ბრაგანტინოსთან"

ბრაზილიის ჩემპიონატის მე-15 ტურში "სანტოსმა" საკუთარ მოედანზე "ბრაგანტინოს" უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა, ხოლო ნეიმარმა მორიგი გოლის გატანა მოახერხა.

მატჩში ანგარიში სწორედ ნეიმარმა გახსნა, ბრაზილიელმა ვარსკვლავმა პირველი ტაიმის მიწურულს შეძლო გატანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. მეორე გოლი მასპინძლებმა 76-ე წუთზე გაიტანეს, თავი ამჯერად ადონის ფრიასიმ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ნეიმარმა ზედიზედ მეორე გოლის გატანა მოახერხა და მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე კარგ ფორმაში შედის, რაც მის ნაკრებში გამოძახების ალბათობას ზრდის.

ნეიმარს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული, ხოლო უშუალოდ ბრაზილიის სერია ა-ში ჩატარებულ 7 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169199