კატალონიის "ბარსელონამ" "ელ კლასიკოშ" მადრიდის "რეალი" 2:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, ხოლო ისტორიაში 29-ედ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი.
ისტორიული გამოდგა აღნიშნული ტიტულის მოგება "ბარსელონას" პორტუგალიელი მცველის ჟოაო კანსელუსთვის, რომელიც ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან ოთხი მოიგო. პორტუგალიელს კარიერაში მოგებული აქვს ინგლისის პრემიერლიგა სამჯერ "სიტისთან" ერთად, "იუვენტუსთან" ერთად იტალიის სერია A, "ბაიერნთან" ერთად გერმანიის ბუნდესლიგა, ხოლო "ბარსელონასთან" ერთად ესპანეთის ლა ლიგა. მსგავსი რამ აქამდე არავის გაუკეთებია.
ცნობისთვის, კანსელუს "ბენფიკასთან" ერთად ასევე მოგებული აქვს პორტუგალიის ჩემპიონატიც.
შეგახსენებთ, რომ ჟოაო კანსელუ ბარსელონაში მიმდინარე წლის დასაწყისში "ალ-ჰილალიდან" იჯარით გადავიდა, მან მიმდინარე სეზონში "ბლაუგრანას" მაისურით ყველა ტურნირზე 20 შეხვედრა ჩაატარა და თავი 2 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





