ფეხბურთი

20:40 | 11.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბრედლი ბარკოლას დამატებით "არსენალი" დაინტერესდა

"პარი სენ-ჟერმენის" ფრანგი ფეხბურთელის ბრედლი ბარკოლას დამატებით ლონდონის "არსენალი" დაინტერესდა. ინფორმაციას ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "არსენალს" ზაფხულში შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერება სურს და ამისთვის რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, მათ შორის არის ბრედლი ბარკოლაც, რომელიც "მეთოფეების" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.

მედიაში აქამდე აქტიურად იწერებოდა, რომ ზაფხულში "არსენალის" მთავარი სამიზნე ხვიჩა კვარაცხელია უნდა ყოფილიყო, თუმცა პარიზულმა კლუბმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქართველის გაყიდვას არ განიხილავს.

გარდა "არსენალისა", ბრედლი ბარკოლას დამატებით "ლივერპული" და მიუნხენის "ბაიერნიც" ინტერესდება.

შეგახსენებთ, რომ ბრედლი ბარკოლა პსჟ-ს ღირსებას 2023 წლიდან იცავს, იქამდე კი "ლიონის" რიგებში გამოდიოდა. 23 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 46 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095267