რაფა იუსტემ „ბარსელონაში“ ლა მასიას მნიშვნელობაზე ისაუბრა და ასევე კომენტარი ჰანსი ფლიკთან კონტრაქტის განახლების საკითხზე.
როგორც მან თქვა, ფლიკი „ბარსელონაში“ ბედნიერია და ახალი ხელშეკრულების გაფორმება ძალიან ადვილი იქნება:
„იყო დრო, როდესაც „რეალის“ დამარცხება საკმარისი იყო და ჩემპიონის ტიტულს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. კრუიფმა მენტალიტეტი შეცვალა. „ლა მასია“ „ბარსას“ გულია და ეს ნიშნავს, რომ იქიდან წამოსულ ფეხბურთელებს „ბარსას“ დნმ აქვთ. ისინი „ბარსას“ შრომის ეთიკითა და ღირებულებებით არიან აღზრდილი. ეს ოცნების ქარხანაა. ამჟამად გულშემატკივრებსა და „ლა მასიას“ შორის ძლიერი კავშირია.
ფლიკი? ის „ბარსელონაში“ ბედნიერია და ძალიან კარგად ეგუება კლუბსა და ქვეყანას, რაც ნიშნავს, რომ ისეთ შეგრძნებებს განიცდის, რაც აქამდე არასდროს განუცდია, რაც მისთვის დარჩენას გაადვილებს. კონტრაქტის განახლება ძალიან მარტივი იქნება. გუშინ ვნახეთ, რომ ის „ბარსელონაში“ ძალიან ბედნიერია. ის ძალიან კარგადაა კლუბში. ჯერ კიდევ არის რამდენიმე დეტალი დასაზუსტებელი, მაგრამ როდესაც დეკუ და ის მზად იქნებიან, ამას საჯაროდ გავასაჯაროებთ“, - თქვა იუსტემ.





