რობერტ ლევანდოვსკი მიმდინარე სეზონის ბოლოს „ბარსელონას“ დიდი ალბათობით დატოვებს.
კონტრაქტი იწურება, რომლის განახლებაზე მხარეებს ჯერჯერობით შეთანხმება არ აქვთ. პოლონელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს, შეთავაზებებს მოისმენს და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს:
„ჯერ არ ვიცი ჩემი მომავალი და რას ვაპირებ. შესაძლოა, დაბალი დონის ლიგაში ვარიანტი იყოს. თითქმის 38 წლის ვარ, მაგრამ ფიზიკურად კარგად ვგრძნობ თავს, ამიტომ ამაზე ვფიქრობ. შემოთავაზებებს მოვისმენ და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, - თქვა ლევანდოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რობერტო ლევანდოვსკიმ „ბარსელონაში“ 2022 წლიდან 190 მატჩში 119 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „ბაიერნის“, „დორტმუნდის“ და „ლეხის“ ღირსებას იცავდა.





