ფეხბურთი

23:45 | 11.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ექტორ რაულ კუპერი კარიერას პერუში გააგრძელებს

ვეტერანი არგენტინელი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი მუშაობას პერუში გააგრძელებს.

ნიკოლო სკირას ცნობით, კუპერი „უნივერსიტარიოს“ მთავარი მწვრთნელი გახდება. მან კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბრამდე უნდა გააფორმოს.

70 წლის კუპერი ბოლოს სირიის ნაკრებში მუშაობდა, მანამდე, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, უზბეკეთის და ეგვიპტის ნაკრებებში, ხოლო 2008-2009 წლებში საქართველოს ნაკრებში მუშაობდა.

კუპერის კარიერის საუკეთესო წლები „მალიორკას“ და „ვალენსიას“ უკავშირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094431