ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს, 1/16-ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ATP რეიტინგის 32-ე ნომერი ბრენდონ ნაკაშიმა ორ სეტში 7:6, 6:4 დაამარცხა და 1/8-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
დღევანდელი შეხვედრა 1 საათსა და 41 წუთს გაგრძელდა, სადაც ბასილაშვილმა 9 ეისი შეასრულა, 25 უნებლიე შეცდომა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მერვედფინალში რუსი ანდრეი რუბლევი იქნება, რომელიც ამ მომენტისთვის მსოფლიოს მე-12 ჩოგანია.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა რომის მასტერსზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც ორი მატჩი მოიგო და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. ნიკოლოზმა პირველ მატჩში ესპანელ მერიდა აგილერი, მეორეში კი რეიტინგის მეექვსე ნომერი ბენ შელტონი დაამარცხა.







