ფეხბურთი

17:40 | 11.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბოსნიის ნაკრების განაცხადი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ცნობილია

ბოსნიის ნაკრების განაცხადი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის ცნობილია. მთავარმა მწვრთნელმა სერგეი ბარბარესმა უკვე შეარჩია ის 26 ფეხბურთელი, რომელსაც მუნდიალზე დაეყრდნობა.

შემადგენლობაშია 40 წლის ედინ ჯეკოც და ზოგადად, განაცხადში მოულოდნელობა არ არის - ბოსნია იმ შემადგენლობით იქნება მსოფლიოს ჩემპიონატზე, რითაც მარტში იქ თამაშის უფლება მოიპოვა.

მეკარეები: ნიკოლა ვასილი (ზანკტ პაული), მარტინ ზლომიშლიჩი (რიეკა), ოსმან ჰანჯიკიჩი (სვალენ ბელუპო)

მცველები: სეად კოლაშინაცი (ატალანტა), ამარ დედიჩი (ბენფიკა), ნიჰად მუიაკიჩი (გაზიანთთეფსპორი), ნიკოლა კატიჩი (შალკე), ტარიკ მუჰარემოვიჩი (სასუოლო), სტეფან რადელიჩი (რიეკა), ნიდალ ჩელიკი (ლანსი), დენის ჰადძიკადუნიჩი (სამპდორია)

ნახევარმცველები: ამირ ჰადძიაჰმეტოვიჩი (ჰალი), ივან შუნჯიჩი (პაფოსი), ივან ბაშიჩი (ასტანა), დჟენის ბურნიჩი (კარლსრუე), ერმინ მაჰმიჩი (ლიბერეცი), ბენჟამინ ტაჰიროვიჩი (ბრონდბიუ), ამარ მემიჩი (პლზენი), არმინ გიგოვიჩი (იანგ ბოისი), კერიმ ალაიბეგოვიჩი (ზალცბურგი), ესმირ ბაირაკტარევიჩი (პსვ ეინდჰოვენი)

თავდამსხმელები: ერმედინ დემიროვიჩი (შტუტგარტი), იოვო ლუკიჩი (უნიერსიტატეა კლუჟი), სამედ ბაჟდარი (იაგელონია), ჰარის ტაბაკოვიჩი (გლადბახი), ედინ ჯეკო (შალკე)

შეგახსენებთ, ბოსნია მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ ითამაშებს და 2014 წლის შემდეგ პირველად. მუნდიალზე ბარბარესის გუნდი პლეი-ოფში, უელსთან და იტალიასთან პენალტების სერიაში გამარჯვების შედეგად მოხვდა.

ბოსნია ტურნირის დაწყებამდე ორ სპარინგს გამართავს ჩრდილოეთ მაკედონიისა და პანამის წინააღმდეგ, მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე კი, კანადას, შვეიცარიასა და კატარს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.091299