ფეხბურთი

17:54 | 11.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" ალისონი სურს, მამარდაშვილი შეიძლება "ლივერპულის" პირველი მეკარე გახდეს

გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა, „ლივერპულის“ პირველი მეკარე იმაზე ადრე გახდეს, ვიდრე ვარაუდობდნენ.

ალისონი თანახმაა კარიერა „იუვენტუსში“ გააგრძელოს, რომელსაც პირად კონტრაქტზე მოურიგდა და თუ კლუბები შეთანხმდებიან, ბრაზილიელი კიპერი ზაფხულში „ლივერპულიდან“ „იუვენტუსში“ წავა.

შედეგად, ბრიტანული მედია წერს, რომ „წითლების“ პირველი არჩევანი მამარდაშვილი გახდება, რომელიც მიმდინარე სეზონში ალისონის შემცვლელია. ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი ალისონის წასვლა, მაგრამ ამის შანსი დიდია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 9, ჩემპიონთა ლიგაზე - 7, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1. ქართველ მეკარეს 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092501