ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ფინალების მსაჯთა ბრიგადა ცნობილია. ისინი უეფამ ოფიციალურად დაასახელა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი მსაჯი გერმანელი დანიელ ზიბერტი იქნება. მას ასევე გერმანელები იან ზიედელი და რაფაელ ფოლტინი დაეხმარებიან, მეოთხე არბიტრის ფუნქციას შვეიცარიელი სანდრო შერერი შეასრულებს, ხოლო VAR-ზე ბასტიან დინკერტი (გერმანია), რობერტ შრიოდერი (გერმანია) და კარლოს დელ სერო გრანდე (ესპანეთი) იმუშავებენ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში 30 მაისს, ბუდაპეშტში „პარი სენ-ჟერმენი“ და „არსენალი“ დაუპირისპირდებიან.
ევროპა ლიგის ფინალზე მთავარი არბიტრი ფრანგი ფრანსუა ლეტესიე იქნება. მას მისი თანამემამულეები სირილ მუნიე და მეჰდი რაჰმუნი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი ესპანელია - ალეხანდრო ერნანდესი. VAR-ზე ჟერომ ბრისარი (საფრანგეთი), ვილი დელაიო (საფრანგეთი) და დენის ჰიგლერი (ნიდერლანდები) იმუშავებენ.
ევროპა ლიგის ფინალში 20 მაისს, სტამბოლში, „ასტონ ვილა“ და „ფრაიბურგი“ დაუპირისპირდებიან.
კონფერენს ლიგის ფინალის მთავარი მსაჯი იტალიელი მაურიციო მარიანი იქნება, რომელსაც დანიელე ბინდონი და ალბერტო ტეგონი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი შვედია - გლენ ნიბერგი. VAR-ზე მარკო დი ბელო (იტალია), დანიელე ჩიფი (იტალია) და ივან ბებეკი (ხორვატია) იმუშავებენ.
კონფერენს ლიგის ფინალი ლაიფციგში, 27 მაისს გაიმართება, „რაიო ვალეკანოსა“ და „კრისტალ პალასს“ შორის.







