ფეხბურთი

20:57 | 11.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

სკალონიმ არგენტინის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის არის "ინტერ მაიამის" კაპიტანი ლიონელ მესიც.

არგენტინის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ემილიანო მარტინესი, ხერონიმო რული, ხუან მუსო, ვალტერ ბენიტესი, ფაკუნდო კამბესესი, სანტიაგო ბელტრანი.

მცველები: აგუსტინ გაია, გონსალო მონტიელი, ნაუელ მოლინა, ნიკოლას კაპალდო, კევინ მაკ ალისტერი, ლუკას მარტინეს კვარტა, მარკოს სენესი, ლისანდრო მარტინესი, ნიკოლას ოტამენდი, გერმან პეცელა, ლეონარდო ბალერდი, კრისტიან რომერო, ლაუტარო დი ლოლო, ზაიდ რომერო, ფაკუნდო მედინა, მარკოს აკუნია, ნიკოლას ტალიაფიკო, გაბრიელ როხასი.

ნახევარმცველები: მაქსიმო პერონე, ლეანდრო პარედესი, გიდო როდრიგესი, ანიბალ მორენო, მილტონ დელგადო, ალან ვარელა, ესეკიელ ფერნანდესი, როდრიგო დე პაული, ექსეკიელ პალასიოსი, ენცო ფერნანდესი, ალექსის მაკ ალისტერი, ჯოვანი ლო ჩელსო, ნიკოლას დომინგესი, ემილიანო ბუენდია, ვალენტინ ბარკო, ლიონელ მესი, ნიკოლას პასი, ფრანკო მასტანტუონო, ტიაგო ალმადა, ტომას არანდა.

თავდამსხმელები: ნიკოლას გონსალესი, ალეხანდრო გარნაჩო, ჯულიანო სიმეონე, მატიას სულე, კლაუდიო ეჩევერი, ჯანლუკა პრესტიანი, სანტიაგო კასტრო, ლაუტარო მარტინესი, ხოსე მანუელ ლოპესი, ხულიან ალვარესი, მატეო პელეგრინო.

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ალჟირის, ავსტრიისა და იორდანიის ნაკრებებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162689