ფეხბურთი

21:10 | 11.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სპაერმა" ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია "გაგრასთან" დაასრულა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურში "სპაერმა" მიხეილ მესხი 2-ზე "გაგრას" უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კიღურაძის გუნდმა ამ გამარჯვებით ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა, მასპინძელთა მხრიდან თავი გიორგი ბუნტურმა გამოიჩინა. მეორე ტაიმის 72-ე წუთზე გიორგი ცეცხლაძემ თავისი გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახადა, ხოლო მატჩის მიწურულს გიგა სამხარაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:0.

12 ტურის შემდეგ "სპაერს" 15 ქულა აქვს და მეექვსე ადგილს იკავებს, ხოლო "გაგრა" 10 ქულით ბოლოს წინა მეცხრე ადგილზეა.

"სპაერი" - "გაგრა" 3:0

გოლები: 1:0 გიორგი ბუნტური (45), 2:0 გიორგი ცეცხლაძე (72). 3:0 გიგა სამხარაძე პენ (90+3)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175411