ფეხბურთი

0:47 | 12.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

„სენტ ეტიენის“ ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ქართველი საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ლიგამ გამოარჩია. ბუნებრივია, ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის სეზონში 29 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველმა 14 გოლით ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა. ახლა ის ეცდება, რომ გუნდს პლეი-ოფში დაეხმაროს.

დავითაშვილი მეორე ქართველია, რომელიც ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. პირველი იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ეს ჯილდო 2022-2023 წლების სეზონში ერგო, როცა „მეცში“ თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ „სენტ ეტიენმა“ სეზონი 60 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა და ლიგა 1-ში გადასასვლელად პლეი-ოფიდან იბრძოლებს, სადაც 15 მაისს, „როდეზს“ ან „რედ სტარტს“ შეხვდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, გადამწყვეტი მატჩი ლიგა 1-ის მე-16 ადგილოსანთან ექნება (ლე ავრი, ნიცა ან ოსერი).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164258