იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში „ნაპოლი“ „ბოლონიასთან“ დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის საკითხი მომდევნო ტურისთვის გადადო.
„ბოლონიამ“ შესანიშნავად დაიწყო ფედერიკო ბერნარდესკის და რიკარდო ორსოლინის გოლებით 2:0 დაწინაურდა. პირველი ტაიმის მიწურულს ჯოვანი დი ლორენცომ სხვაობა შეამცირა, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე ალისონ სანტოსმა გაათანაბრა (2:2).
თითქოს, თამაშის მიმართულება „ნაპოლისკენ“ შეიცვალა და გამარჯვებისთვის უნდა ებრძოლა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე ჯონათან როუმ „ბოლონია“ კიდევ ერთხელ დააწინაურა - ეს გამარჯვების გოლი გამოდგა.
„ნაპოლი“ 70 ქულით მეორე ადგილზეა, მაგრამ „იუვენტუსს“, რომელიც მესამეა, უკვე მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის სერია A-ში ძალიან დაძაბული ბრძოლაა: „ნაპოლი“ 70 ქულა, „იუვენტუსი“ 68 ქულა, „მილანი“ 67 ქულა, „რომა“ 67 ქულა, „კომო“ 65 ქულა. ეს გუნდები სამი ადგილისთვის იბრძვიან და დარჩენილია ორი ტური.
„ნაპოლი“ – „ბოლონია“ 2:3 (1:2)
გოლები: 0:1 ბერნარდესკი (10), 0:2 ორსოლინი (34, პენ), 1:2 დი ლორენცო (45), 2:2 ალისონი (48), 2:3 როუ (90)





