ფეხბურთი

1:21 | 12.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" ვერ მოიგო და ისევ საფრთხის ქვეშაა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ პრემიერლიგის 36-ე ტურში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და ისევ გავარდნის საფრთხე ემუქრება.

რობერტო დე ძერბის გუნდს იდეალური შანსი ჰქონდა „ვესტ ჰემის“ წაგებით ესარგებლა და პრაქტიკულად გადაეწყვიტა ელიტაში დარჩენის საკითხი, მაგრამ შინ უმოტივაციო „ლიდსს“ ვერ მოუგო.

„დეზები“ 50-ე წუთზე მატის ტელის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ 74-ე წუთზე დომინიკ კალვერტ-ლევინმა პენალტით გაათანაბრა და ფრე 1:1. შეიძლებოდა „ტოტენჰემს“ წაეგო, მაგრამ კომპენსირებულ დროში ანტონინ კინსკიმ და ხარიხამ ერთდროულად იხსნეს.

„ტოტენჰემი“ 38 ქულით მე-17 ადგილზეა და „ვესტ ჰემს“ მხოლოდ ორი ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში „დეზები“ „ჩელსის“ სტუმრად შეხვდებიან, ხოლო „ჩაქუჩები“ „ნიუკასლს“ ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090669