ფეხბურთი

1:31 | 12.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით "პეტროკუბი" მოლდოვის ჩემპიონი გახდა

მოლდოვის ჩემპიონი „პეტროკუბი“ გახდა, რომელსაც ქართველი მწვრთნელი ჰყავს - შოთა მახარაძე.

„პეტროკუბმა“ ბოლოსწინა ტურში „ბალტი“ 3:0 დაამარცხა, რის შედეგადაც 6 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „შერიფს“, რომელიც ტიტულში ვეღარ შეეცილება.

„პეტროკუბს“ კიდევ ერთი ტიტულის შანსი აქვს: 13 მაისს, მოლდოვის თასის ნახევარფინალში „შერიფს“ შეხვდება.

შოთა მახარაძეს მოლდოვის ნაკრებისა და 19-წლამდე სამწვრთნელო შტაბში უმუშავია, ხოლო „პეტროკუბი“ 2025 წლის ივნისში ჩაიბარა. „პეტროკუბი“ მოლდოვის ჩემპიონი მეორედ გახდა (პირველად 2024 წელს).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175718