ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 54 ფეხბურთელია.
მათ შორისაა, ნეიმარიც და „პორტუს“ 41 წლის მცველი ტიაგო სილვა. თუმცა, ვინაიდან მუნდიალზე მხოლოდ 26 ფეხბურთელი მოხვდება, უცნობია, ისინი საბოლოო განაცხადში, რომელსაც ანჩელოტი ერთ კვირაში დაასახელებს, მოხვდებიან თუ არა.
მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ედერსონი (ფენერბაჰჩე), ბენტო (ალ-ნასრი), უგო სოუზა (კორინთიანსი), ჯონი (ნოტინგემი), კარლოს მიგელი (პალმეირასი)
მცველები: მარკინიოსი (პსჟ), ტიაგო სილვა (პორტუ), გაბრიელ მაგალაეში (არსენალი), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი), ლეო პერეირა (ფლამენგო), როჯერ იბანიესი (ალ-აჰლი), ალექს სანდრო (ლილი), ფაბრისიო ბრუნო (კრუზეირო), ლუკას ბერალდო (პსჟ), ვიტორ რეისი (ჟირონა), მურილო (ნოტინგემი), ვესლი ფრანკა (რომა), დანილო (ფლამენგო), პაულუ ენრიკე (ვასკო და გამა), ვიტინიო (ბოტაფოგო), ალექს სანდრო (ფლამენგო), დუგლას სანტოსი (ზენიტი), ლუსიანო ჟუბა (ბაია), კაიო ენრიკე (მონაკო), კაიკი (კრუზეირო), კარლოს აუგუსტო (ინტერი)
ნახევარმცველები: კაზემირო (მანჩესტერი), ბრუნო გიმარაეში (ალ-იტიჰადი), ანდრეი სანტოსი (ჩელსი), დანილო (ბოტაფოგო), ლუკას პაკეტა (ფლამენგო), გაბრიელ სარა (გალათასარაი), ჟოაო გომესი (ვულვზი), ანდრეას პერეირა (პალმეირასი), ჟოელინტონი (ნიუკასლი), ჟერსონი (კრუზეირო), მათეუშ პერეირა (კრუზეირო)
თავდამსხმელები: ვინისიუსი (რეალი), რაფინია (ბარსელონა), მათეუშ კუნია (მანჩესტერი), ლუის ენრიკე (ზენიტი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი), ჟოაო პედრო (ჩელსი), ნეიმარი (სანტოსი), ენდრიკი (ლიონი), რაიანი (ბორნმუთი), ანტონი (ბეტისი), იგორ ტიაგო (ბრენტფორდი), პედრო (ფლამენგო), რიშარლისონი (ტოტენჰემი), იგორ ჟეზუში (ნოტინგემი), კაიო ჟორჟე (კრუზეირო)
ანჩელოტის განაცხადში იყო "ჩელსის" შემტევი ესტევაოც, რომელიც ტრავმირებულია, მაგრამ გაირკვა, რომ ის გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს და მუნდიალს გამოტოვებს.
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მაროკოს, ჰაიტისა და შოტლანდიის ნაკრებებს შეხვდება, ხოლო მანამდე ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს პანამისა და ეგვიპტის წინააღმდეგ.







