ფეხბურთი

2:05 | 12.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

შჩესნი: "კარიერაში პირველად მყავდა გუნდში ჩემზე უკეთესი მეკარე"

„ბარსელონას“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ განაცხადა, რომ მის კარიერაში პირველად აქვს შემთხვევა, როცა გუნდში მასზე უკეთესი მეკარეა.

პოლონელი რა თქმა უნდა, „ბარსელონას“ მეკარეს, ჟოან გარსიას გულისხმობდა:

„ჩემს კარიერაში პირველად ვითამაშე მეკარესთან, რომელიც ჩემზე ბევრად უკეთესია. უცნაური გრძნობაა, ეს მიწაზე მაბრუნებს. ალისონი „რომაში“ ფანტასტიკური მეკარე იყო, მაგრამ ჯერ არ იყო იმ დონეზე, რომელსაც მოგვიანებით მიაღწია. ჟოან გარსიასთან ერთად ჩემთვის უფრო ადვილი იყო იმის მიღება, რომ ვიღაც უბრალოდ უკეთესია. ჩემი როლი მისი მხარდაჭერა იყო და არა ადგილისთვის ბრძოლა. „ბარსელონას“ კარი შესანიშნავ ხელშია“, - თქვა შჩესნიმ.

პოლონელი მეკარის განცხადება უცნაურად ჩანს, იმის გათვალისწინებით, რომ მან „იუვენტუსში“ ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად ითამაშა (2017-2018 და 2019-2021 წლებში), მაგრამ ის ინტერვიუში საერთოდ არ უხსენებია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164654