„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ხმა მისცა და ჯილდოს მოგებაში დაეხმარა:
„საღამო მშვიდობისა ყველას! მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ხმა მომცა. ამ ჯილდოს მოგება პატივია. ეს ინდივიდუალური ჯილდოა, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი შესანიშნავი სეზონის კარგად დასრულება. ვწუხვარ, რომ დღეს დაჯილდოებაზე არ ვარ. სეზონი ჯერ არ დასრულებულა. ჯერ კიდევ არის მატჩები ჩასატარებელი. მინდა მივულოცო „ტრუას“ და „ლე მანს“ ლიგა 1-ში გადასვლა, მათ შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ. კიდევ ერთხელ მადლობა ამ ჯილდოსთვის და გისურვებთ ყველას სასიამოვნო საღამოს“, - თქვა ზურიკომ.
ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის სეზონში 29 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველმა 14 გოლით ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა. ახლა ის ეცდება, რომ გუნდს პლეი-ოფში დაეხმაროს.
დავითაშვილი მეორე ქართველია, რომელიც ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. პირველი იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ეს ჯილდო 2022-2023 წლების სეზონში ერგო, როცა „მეცში“ თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ „სენტ ეტიენმა“ სეზონი 60 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა და ლიგა 1-ში გადასასვლელად პლეი-ოფიდან იბრძოლებს, სადაც 15 მაისს, „როდეზს“ ან „რედ სტარტს“ შეხვდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, გადამწყვეტი მატჩი ლიგა 1-ის მე-16 ადგილოსანთან ექნება (ლე ავრი, ნიცა ან ოსერი).





