„ოვიედო“ ესპანეთის ჩემპიონატში პირველი კლუბი გახდა ამ სეზონში, რომელმაც ლა ლიგაში დარჩენის ყველა შანსი დაკარგა. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც „ჟირონამ“, რომელიც უსაფრთხოდ მე-17 ადგილზეა, ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე მატჩში „რაიო ვალეკანოსთან“ ფრედ 1:1 ითამაშა.
„ოვიედო“ 35 მატჩიდან 29 ქულით სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილზეა. ისინი 10 ქულით ჩამორჩებიან უმაღლესი ლიგის გასავარდნ ზონას (მე-17 ადგილი, სადაც „ჟირონაა“). შეგახსენებთ, რომ „ოვიედო“ ამ სეზონში ლა ლიგის ახალბედაა. „ლურჯები“ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 2000/2001 წლების სეზონის შემდეგ პირველად აღზევდნენ.





