COPE-ს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და გარიგების დადების ალბათობა საკმაოდ მაღალია. რამოსი პროცესში მონაწილეობს საინვესტიციო კომპანია Five Eleven Capital-თან ერთად, რომელიც კლუბის ამჟამინდელ აქციონერებთან დიალოგს აწარმოებს. წყაროს ცნობით, საბოლოო შეთანხმება შესაძლოა დღესვე დასრულდეს.
ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სევილიას“ პოტენციური გასაყიდი ფასი დაახლოებით 450 მილიონი ევრო იყო. სავარაუდოდ, ამჟამინდელმა აქციონერებმა უკვე მისცეს წინასწარი თანხმობა გარიგებაზე.
სერხიო რამოსი ანდალუსიური კლუბის ახალგაზრდული სისტემის აღზრდილია. ის „სევილიას“ პირველ გუნდში 2003 წლიდან 2005 წლამდე თამაშობდა, სანამ 2023/2024 წლების სეზონისთვის ისევ იქ დაბრუნდებოდა.





