ფეხბურთი

14:49 | 12.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

სამი წამყვანი ინგლისური კლუბი „იუვენტუსიდან“ კამბიასოს დამატებას გეგმავს

„მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ლივერპული“ და „არსენალი“ „იუვენტუსის“ მცველით, ანდრეა კამბიასოთი დაინტერესდნენ - გვამცნობს TEAMtalk.

წყაროს ცნობით, 26 წლის იტალიელი მზადაა მომავალი სატრანსფერო ფანჯარისას გადავიდეს ინგლისში. „ლივერპული“ და „არსენალი“ დაინტერესებულნი არიან მოთამაშით, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამჟამად აქტიურად ეძებს მარცხენა მცველს და შესაძლოა, „იუვენტუსს“ შეთავაზება გაუკეთოს. აღსანიშნავია, რომ ადრე „მანჩესტერ სიტიც“ ვარაუდობდა იტალიელი მცველის ყიდვას..]

„იუვენტუსი“ კამბიასოს სანაცვლოდ 60 მილიონ ევროზე მეტს ელის.

კამბიასო „იუვენტუსში“ 2022 წლის ივლისიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. ამ სეზონში 45 მატჩში მცველმა სამი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092229