ფეხბურთი

15:26 | 12.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ დიოგო ჟოტას და მისი ძმის მემორიალის დიზაინი წარმოადგინა

„ლივერპულის“ საფეხბურთო კლუბმა თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წარმოადგინა ავტოკატასტროფაში დაღუპული ყოფილი გარემარბის, დიოგო ჟოტას და მისი ძმის, ანდრე სილვასადმი მიძღვნილი მემორიალის დიზაინი.

მემორიალს „სამუდამოდ 20“ ჰქვია, ჟოტას მერსისაიდულ კლუბში მაისურის ნომრის მიხედვით.

გულის ფორმის ხელოვნების ნიმუში დამონტაჟებულია ცენტრში, რომელიც ფეხბურთელის გოლების აღნიშვნის ჟესტს მოგვაგონებს. სხვადასხვა კუთხიდან დათვალიერებისას, 20 და 30 რიცხვები - ძმების მაისურის ნომრები - ჩანს.

მემორიალზე ასევე იქნება იმ სიმღერის ტექსტი, რომელსაც „ლივერპულის“ გულშემატკივრები ყოველი მატჩის მე-20 წუთზე ჟოტას ხსოვნას უმღერიან.

კლუბმა განაცხადა, რომ ქანდაკება ოფიციალურად მოგვიანებით გაიხსნება და ის 97-ე ავენიუზე დამონტაჟდება, იმ ადგილას, სადაც გულშემატკივრებმა ტრაგედიის შემდეგ ყვავილები, შარფები, წერილები, ბანერები და გუნდის სხვა მაისურები დატოვეს, რაც ტერიტორიას დროებით მემორიალად გადააქცევს.

კონსტრუქცია გრანბი როკის (Granby Rock) გრანიტისგან არის დამზადებული და ორივე ძმისადმი მიძღვნილ ლაზერულ გრავირებასაც მოიცავს. ფსკერზე გულშემატკივრების მიერ „ენფილდზე“ მიტანილი ნივთებიც არის ჩასმული. კომპოზიციის ცალკეული ელემენტები დიოგოს პირად ცხოვრებას ფეხბურთის გარეთ ასახავს.

დიოგო ჟოტა და მისი ძმა ანდრე სილვა 3 ივლისს ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის ცნობით, ავარია გასწრების მანევრის დროს საბურავის გასკდომამ გამოიწვია, რის გამოც მანქანა გზიდან გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161229