აეკ-ის მეკარემ გილერმო ოჩოამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. ეს 40 წლის ფეხბურთელისთვის პროფესიონალურ დონეზე მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატი იქნება.
„ამ მაისურის ხელახლა ჩაცმა არასდროს ყოფილა ჩვეულებრივი... ეს პრივილეგია იყო. დღეს ჩემი ბოლო საწვრთნელი შეკრების დასაწყისია. მაგრამ ამჯერად, ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. უფრო სავსე გულით, მეტი ნაწიბურებით, მეტი მოგონებებით... და იგივე ვნებით, რაც იმ ბიჭს ჰქონდა, რომელიც ეროვნული ნაკრების ღისების დაცვაზე ოცნებობდა.
გამოვიარე წარმოუდგენელი ღამეები, ლეგენდარული სტადიონები, ჰიმნები, რომლებიც დღემდე აღვივებს ემოციებს და მომენტები, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება. და მაინც... ყოველ ჯერზე, როცა მექსიკის ეროვნულ ნაკრებში მიძახებენ, ჩემში რაღაც ხელახლა იწყებს მუშაობას.
ფეხბურთი შეიძლება წლებით იზომებოდეს. მაგრამ ვნება არასდროს იზომება დროით. შინ, ჩემს ეროვნულ გუნდთან ვარ და სანამ ამ ქვეყნისთვის ბრძოლის შანსია, ჩემი სული გუნდთან იქნება. ჩვენ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მივდივართ“, - დაწერა ოჩოამ სოციალურ მედიაში.
მეკარემ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 152 თამაში ჩაატარა და 154 გოლი გაუშვა. არცერთ ფეხბურთელს არასდროს უთამაშია ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე. პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს და არგენტინელ ლიონელ მესის ასევე ხუთ-ხუთჯერ მიუღიათ მუნდიალებზე მონაწილეობა და შესაძლოა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც მოხვდნენ.







