ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი ესტევაო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ნიჭიერი ფეხბურთელი კარლო ანჩელოტიმ გაფართოებულ განაცხადში შეიყვანა, მაგრამ ის დროულად გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.
ამრიგად, ესტევაო მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იქნება.
ესტევაომ მიმდინარე სეზონში „ჩელსის“ მაისურით 36 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ბრაზილიის ნაკრებში 18 წლის ფეხბურთელს 11 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.





