ფეხბურთი

16:50 | 12.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: "ბედნიერი ვარ, რომ "ბარსასთან" კონტრაქტს გავახანგრძლივებ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა დაადასტურა, რომ კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ბარსასთან“ ახალ კონტრაქტს გავაფორმებ. ჩვენ 2028 წლამდე გავაგრძელებთ და თუ ყველაფერი კარგად წავა, კიდევ ერთი წლით გავახანგრძლივებთ.

ყველას აქვს ჩემპიონთა ლიგის მოგების ოცნება. კიდევ ვეცდებით, ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია. მადლობელი ვარ იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს, რომ კიდევ მრავალი წელი ვიმუშაო აქ“, - დაადასტურა გერმანელმა.

მოსალოდნელია, რომ „ბარსელონა“ ამ ინფორმაციას უახლოეს ხანში ოფიციალურად დაადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170439