ფეხბურთი

18:06 | 12.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "თუ ვერ იგებ, ისიც უნდა იცოდე, როგორ არ დამარცხდე"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ბოლონიასთან“ მარცხის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„შეგვეძლო უფრო აგრესიულად გვემოქმედა პრესინგის დროს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა 0:2 ვმარცხდებოდით, ასე რომ, ეს დამთხვევა არ არის. გავათანაბრეთ ანგარიში და სამართლიანადაც, ვცადეთ მოგება, მაგრამ თუ ვერ იგებ, არ უნდა წააგო და ეს იმედგაცრუება იყო. ახლა ენერგია უნდა აღვიდგინოთ და ბოლო ორ თამაშში ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავიდეთ. ბიჭებმა სურვილი და მონდომება გამოავლინეს.

შეიძლება თუ არა ალისონი გახდეს ახალი კვარაცხელია? ალისონი თამაშიდან თამაშამდე უმჯობესდება, ვცდილობთ მისი ძლიერი მხარეების გამოვლენას. ის ძალიან კარგად თამაშობს, „სპორტინგიდან“ დავიმატეთ, სადაც არასდროს უთამაშია სასტარტო შემადგენლობაში. ის შრომისმოყვარეობით იხვეწება და პოტენციალი აქვს, მაგრამ როდესაც მეტოქეები გაგიცნობენ, ყველაფერი უფრო რთულდება“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 70 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში სტუმრად „პიზას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093921