ფეხბურთი

19:20 | 12.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა

სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვლადიმირ ვაისი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

61 წლის მწვრთნელს „სლოვანთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, მაგრამ კლუბსა და ფედერაციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად, ვაისი ბრატისლავურ კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს. შესაბამისად, ის გუნდს შაბათს, „მიხალოვცესთან“ მატჩის შემდეგ დაემშვიდობება. მან ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა და იტალიელი ფრანჩესკო კალცონა შეცვალა.

ვლადიმირ ვაისი „სლოვანში“ 2021 წლიდან მუშაობდა და სლოვაკეთის ჩემპიონატი ზედიზედ 5-ჯერ მოაგებინა - ასევე ათამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე.

სლოვაკეთის ნაკრებსაც კარგად იცნობს, სადაც 2008-2012 წლებში იმუშავა და 2010 წელს გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა, სადაც სლოვაკეთი მერვედფინალამდე მივიდა. ვაისის კარიერაში ასევე ნათელი წერტილია 2005 წელს „არტმედია პეტრჟალკასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში.

ვლადიმირ ვაისი 2016-2020 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იყო და ევრო 2020-ზე გასვლამდე ერთადერთი მოგება დააკლდა.

სლოვაკეთის ნაკრებში მისი რედებიუტი 1 ივნისს, მალტასთან ამხანაგურ მატჩში შედგება. გუნდი ერთა ლიგისთვის ემზადება, სადაც ყაზახეთის, ფარერებისა და მოლდოვის ნაკრებებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16524