ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი ბენ ვაითი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს.
ინგლისელმა მცველმა მუხლის ტრავმა „ვესტ ჰემთან“ შეხვედრაში მიიღო, რომელიც სერიოზულია. არაა გამორიცხული, მან მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ ითამაშოს.
ვაითის დაკლება მიკელ არტეტასთვის დიდი დანაკლისია, რადგან გუნდის კიდევ ერთი მარჯვენა მცველი იურენ ტიმბერიც დაშავებულია და იქნება თუ არა, ფინალისთვის მზად, უცნობია. შესაბამისად, ესპანელ მწვრთნელს ამ პოზიციაზე სხვა პოზიციის ფეხბურთელის გამოყენება მოუწევს, რაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ნუნუ მენდეშის დუეტის წინააღმდეგ შეიძლება დიდი პრობლემა იყოს.
მიმდინარე სეზონში „არსენალის“ რიგებში 30 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.





