შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრემ პოტერმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.
მუნდიალზე ვერ ითამაშებს დეიან კულუშევსკი, რომელიც განაცხადში არაა, რადგან ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა. პოტერმა ასევე უარი თქვა, „ბარსელონას“ შემტევ რონი ბარდჯიზე.
მეკარეები: ვიქტორ იოჰანსონი (სტოკი), კრისტოფერ ნორდფელტი (აიკ), იაკობ ზეტერსტრომი (დერბი)
მცველები: ჰიალმარ ეკდალი (ბარნლი), გაბრიელ გუდმუნდსონი (ლიდსი), ისაკ ჰიენი (ატალანტა), ემილ ჰოლმი (იუვენტუსი), გუსტაფ ლაგერბიელკე (ბრაგა), ვიქტორ ლინდელოფი (ასტონ ვილა), ერიკ სმიტი (ზანკტ პაული), კარლ სტარფელტი (სელტა), ელიოტ სტროუდი (მიალბი)
ნახევარმცველები: დანიელ სვენსონი (დორტმუნდი), ტაჰა ალი (მალმიო), იასინ აიარი (ბრაიტონი), ლუკას ბერგვალი (ტოტენჰემი), ალექსანდერ ბერარდსონი (კილი), ანტონი ელანგა (ნიუკასლი)
თავდამსხმელები: ვიქტორ გიოკერეში (არსენალი), ალექსანდერ ისაკი (ლივერპული), იესპერ კარლსტრომი (უდინეზე), გუსტაფ ნილსონი (ბრიუგე), ბენჟამინ ნიგრენი (სელტიკი), კენ სემა (პაფოსი), მატიას სვანბერგი (ვოლფსბურგი), ბესფორტ ზენელი (უნიონ სენ-ჟილი)
შვედეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ტუნისის, ნიდერლანდების და იაპონიის ნაკრებებს შეხვდება, ხოლო მანამდე ნორვეგიას და საბერძნეთს ამხანაგურად გაეჯიბრება.







