„რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც თავს დაესხმა მედიას, „ბარსელონას“ და ლა ლიგას.
მან გამოაცხადა კლუბში საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა და აღნიშნა, რომ მონაწილეობას თვითონაც მიიღებს:
„ვწუხვარ, რომ უნდა გაცნობოთ, არ ვტოვებ თანამდებობას. ვთხოვე საარჩევნო საბჭოს, დაიწყოს არჩევნების ჩატარების პროცესი, რომელშიც ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ. არჩევნებს ვატარებ იმისთვის, რომ რეალის საბჭოს წევრების ინტერესები დავიცვა. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ აბსურდული სიტუაცია შეიქმნა, რაც რეალის ინტერესებისა და ჩემს წინააღმდეგ წარმოებული კამპანიების შედეგია. ვიცით, რომ შედეგები საუკეთესო არ ყოფილა, მაგრამ სპორტში ყოველთვის ვერ იმარჯვებ. ამ სიტუაციას პირადად ჩემზე თავდასხმისთვის იყენებენ.
ამბობენ, რომ კიბო მაქვს, მაგრამ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვაცნობო მათ, ვინც ჩემზე ღელავდა, რომ ჯერ კიდევ რეალის პრეზიდენტი ვარ და ჩემი ჯანმრთელობა შესანიშნავია. ვერ ვიმუშავებდი თუ კარგად არ ვიქნებოდი. დილით ადრე ვდგები და ბოლოს ვწვები დასაძინებლად, გიჟივით ვმუშაობ. არჩევნებს დავნიშნავ და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს ჩემს წინააღმდეგ. ჩემს წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობს. მაგრამ ისევ აქ ვარ და პრეზიდენტი ვარ.
მესმის იმედგაცრუება, რომ ამ სეზონში ვერაფერი მოვიგეთ, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი პრეზიდენტობისას ფეხბურთსა და კალათბურთში 66 ტიტული მოვიგეთ, მათ შორის შვიდი ჩემპიონთა ლიგა. 14 ლა ლიგაც გვექნებოდა, რომ ძარცვა, მოვამზადეთ ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წელს 18 ქულა მოგვპარეს.
ჟურნალისტებს ჰგონიათ, რომ ხალხს მათ სჯერა, მაგრამ ხალხის ჩემი სჯერა. ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ არჩევნებში ჩარევა, რადგან თავს მნიშვნელოვნად გრძნობენ. სანამ აქ ვარ, აქციონერები იქნებიან პასუხისმგებელნი რეალში. ყველას, ვისაც სურს, შეუძლია კენჭი იყაროს, მაგრამ ნუ მომიახლოვდებით და ნუ იტყვით, რომ დაღლილი გამოვიყურები, შეწყვიტეთ. ორ წელზე ნაკლები ხნის წინ მოვიგეთ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა, ახლა ყველა საუბრობს ქაოსსა და რეალის ნგრევაზე.
სამი წლის წინ გავიგეთ, რომ კორუფციის საქმესთან გვქონდა საქმე, როგორიცაა „ნეგრეირას საქმე“, რომელშიც „ბარსელონა“ და ლა ლიგა შეთანხმებით მოქმედებს. ისტორიაში ყველაზე დიდი სკანდალი. გაუგებარია, რომ ჩვენს ლიგაში ჯერ კიდევ იმ ეპოქის მსაჯები არიან. ვამზადებთ 500-გვერდიან დოსიეს, რომელსაც უეფას წარვუდგენთ.
არსებობს ანტი-რეალის განწყობა და მინდა, რომ ამას ბოლო მოვუღო. არჩევნებით დავიცავთ აქციონერებს. არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ იმ კლუბის ხელში ჩაგდება, რომელიც ჩვენ მსოფლიოში საუკეთესოდ ვაქციეთ. ვინმეს ჰგონია, რომ კლუბიდან გამაძევებენ. მოუწევთ ჩემი მოკვლა ფლორენტინო არსად წავა, სანამ საბჭო არ გადაწყვეტს, რომ ასე უნდა მოიქცეს.
მოურინიო? დღეს მწვრთნელებსა და ფეხბურთელებზე არ ვისაუბრებ. სპორტული ანალიზი არჩევნების შემდეგ გაკეთდება. მიმდინარეობს გიჟური კამპანია, რომელსაც ბოლო უნდა მოვუღო. არასდროს ყოფილა ამაზე დიდებული კლუბი და მე არა მხოლოდ რეალის ისტორიაში, არამედ ყველა დროის საუკეთესო პრეზიდენტი ვარ. ამიტომ, დღეს ფეხბურთზე არ ვისაუბროთ, არამედ ამ უფრო აქტუალურ საკითხზე, რომელიც უნდა გადაიჭრას. კლუბის შიგნით მტრებს, რომლებიც ინფორმაციას ავრცელებენ, მე მივხედავ, მერწმუნეთ! რატომ არასდროს ატლეტიკო? რატომ ყოველთვის რეალი? ვალვერდესა და ჩუამენის ჩხუბი ძალიან ცუდი იყო, მაგრამ კიდევ უფრო უარესია, რომ ეს მედიაში გავრცელდა. ეს ყოველ წელს ხდება, მაგრამ ინფორმაციის გაჟონვა „რეალისთვის“ ყველაზე უარესია“, - განაცხადა პერესმა.





