ფეხბურთი

0:08 | 13.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბეტისმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში „ბეტისმა“ „ელჩე“ 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

მანუელ პელეგრინის გუნდი კუჩო ერნანდესის გოლით სწრაფად დაწინაურდა, რასაც სტუმრებმა ტაიმის მიწურულს უპასუხეს და გაათანაბრეს. მეორე ნახევრის დასაწყისში „ელჩე“ მოედანზე 10 კაცით დარჩა, რამაც სევილიელებს საქმე გაუადვილა. 68-ე წუთზე პაბლო ფორნალსმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ბეტისმა“ 57 ქულა დააგროვა, მეხუთე ადგილზეა და ვინაიდან, წელს ლა ლიგიდან ჩემპიონთა ლიგაზე ხუთეული გადის, „ბეტისმა“ გაინადღა საგზური, რადგან უახლოეს მდევარ „სელტას“ 7 ქულით უსწრებს და მხოლოდ ორი ტურია დარჩენილი. "ბეტისი" ჩემპიონთა ლიგაზე 2005-2006 წლების სეზონის შემდეგ მეორედ გავიდა.

„სელტა“ დღეს საკუთარ მოედანზე „ლევანტესთან“ 2:3 დამარცხდა, თორემ, შანსი კიდევ ექნებოდა. თავის მხრივ, „ლევანტემ“ ამ მოგებით 39 ქულა დააგროვა და გასავარდნი ზონა დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165169