ფეხბურთი

0:40 | 13.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს "ალ-ნასრის" ჩემპიონობა ბოლო წუთზე მეკარის შეცდომით გადაიდო

„ალ-ნასრს“ წამები დააკლდა, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონის ტიტული გაენაღდებინა.

33-ე ტურში მთავარი კონკურენტები - „ალ-ნასრი“ და „ალ-ჰილალი“ შეხვდნენ. თუ ჟორჟე ჟეზუშის გუნდი მოიგებდა, ჩემპიონი ხდებოდა, ხოლო წაგების შემთხვევაში, ყველაფერი სიმონე ინძაგის „ალ-ჰილალის“ ხელში გადავიდოდა.

„ალ-ნასრი“ 37-ე წუთზე მოჰამედ სიმაკანის გოლით დაწინაურდა და ბოლო კომპენსირებულ წუთამდე იგებდა - 98-ე წუთამდე. სანამ, „ალ-ნასრის“ მეკარე ბენტომ კარი უდროოდ არ დატოვა და უხეში შეცდომა დაუშვა - ავტოგოლი გაიტანა. ფრე 1:1.

ახლა, სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: „ალ-ნასრი“ 83 ქულით ლიდერია, „ალ-ჰილალს“, რომელიც დაუმარცხებელია, 5 ქულით ნაკლები აქვს, მაგრამ მას ორი თამაში დარჩა გასამართი, „ალ-ნასრს“ - ერთი. შესაბამისად, კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთში პირველი ტიტული რომ მოიგოს, „ალ-ნასრმა“ ბოლო ტურში 21 მაისს, „დამაკი“ უნდა დაამარცხოს. თუმცა, თუ, მანამდე „ალ-ჰილალი“ 16 მაისს, „ნეომთან“ გადადებულ მატჩს ვერ მოიგებს, „ალ-ნასრი“ მაინც გაჩემპიონდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089207