„სენტ ეტიენი“ ლიგა 1-ში გადასასვლელ პლეი-ოფის ნახევარფინალში „როდეზს“ დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში გაიმარჯვა.
„როდეზმა“ სტუმრად „რედ სტარი“ დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. სტურები ორჯერ აგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაცია შეცვალეს დამოიგეს.
„სენტ ეტიენი“ „როდეზს“ 2 მაისს ლიგა 2-ში შეხვდა და სტუმრად 1:2 დამარცხდა. მანამდე, მიმდინარე სეზონის მეორე ტურში შინ 4:0 „მწვანეებმა“ მოიგეს. ცხადია, ამ შედეგებს პლეი-ოფის მატჩზე გავლენა არ ექნება.
„სენტ ეტიენი“ „როდეზს“ 15 მაისს უმასპინძლებს და გამარჯვებული პლეი-ოფის ფინალში ლიგა 1-ის მე-16 ადგილოსანს შეხვდება, რომელიც „ოსერი“, „ნიცა“ ან „ლე ავრი“ იქნება.
ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის სეზონში 29 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველმა 14 გოლით ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ზურიკომ ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც გაიტანა. ახლა ის ეცდება, რომ გუნდს პლეი-ოფში დაეხმაროს. შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.



