ფეხბურთი

9:58 | 13.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილასი: "მოურინიოსთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, თუმცა არ მინდა, რომ "რეალში" დაინიშნოს"

მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ იკერ კასილასმა "სამეფო კლუბში" ჟოზე მოურინიოს შესაძლო დანიშვნაზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მას არ სურს, რომ მისი საყვარელი კლუბი პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჩაიბაროს.

"არ მინდა, რომ "რეალში" მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაინიშნოს. მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, ის დიდი პროფესიონალია, თუმცა ვფიქრობ "რეალის" მთავარ მწვრთნელად უფრო სხვა სტილის მწვრთნელი უნდა დაინიშნოს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრია და არაფერი სხვა", - განაცხადა კასილასმა.

ბოლო პერიოდში მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მომდევნო სეზონში "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იქნება, რომელიც მადრიდულ გრანდში ერთხელ უკვე მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო „რეალს“ 2010-2013 წლებში წვრთნიდა და ამ პერიოდში კლუბთან ერთად ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.091037