"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი კაზემირო რიო ფერდინანდის გადაცემის სტუმარი იყო, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის ბრაზილიელმა მის თანამემამულე ნეიმარზე გააკეთა კომენტარი.
„ნეიმარი? ეს ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად წავიყვანდი. აუცილებელი არ არის, რომ ყველა მატჩი ითამაშოს, ეს მისთვის იდეალური არ იქნებოდა, თუმცა როცა თამაში რთულდება და ანგარიში 0-0-ია, სწორედ ის არის ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის შეცვლა შეუძლია, გადამწყვეტი გოლით ან საგოლე გადაცემით", - განაცხადა კაზემირომ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია.





